weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

თეა წულუკიანი იქნება კულტურის ბრწყინვალე მინისტრი – ელისო ბოლქვაძე

15:29 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, პიანისტ ელისო ბოლქვაძის განცხადებით, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე „ბრწყინვალე“ იქნება, რადგან ძალიან პრინციპულია.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ თეას. რა თქმა უნდა, კვალიფიციური იქნება, იმიტომ, რომ უჭკვიანესი ადამიანია“, – განაცხადა ბოლქვაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე.

ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანის კანდიდატურას იწონებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი.

„თეა წულუკიანმა, ყველგან, სადაც იყო, ძალიან კარგი მენეჯერული თვისებები გამოავლინა და მე ვფიქრობ, ზუსტად წულუკიანისნაირი მინისტრი, იმ პრობლემებს, რომელიც დღეს სპორტში არსებობს, მინიმუმამდე დაიყვანს.

ის ძალიან კარგი მენეჯერია, სფეროსაც იცნობს დამერწმუნეთ, შეუძლია მართვა და აქედან გამომდინარე, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სფეროს, რასაც ჰქვია სპორტი, ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა“, – განაცხადა ხაბარელმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, ცალკე გამოიყოფა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

თეა წყლუკიანი ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა. ამ დრომდე ის არ პასუხობს შეკითხვას, ინიშნება თუ არა ამ ახალ თანამდებობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]