weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფესტივალი One Caucasus მარნეულში 24-27 აგვისტოს გაიმართება

14:22 კვირა, 20 აგვისტო 2017

ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში 24, 25, 26 და 27 აგვისტოს გაიმართება. წელს ფესტივალში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს, მათ შორისაა სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, ინდოეთი, კენია, საფრანგეთი, ნეპალი, პოლონეთი, რუსეთი, სენეგალი, ტიბეტი, ტუნისი, უკრაინა და აშშ. ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ღონისძიებების გარდა დაგეგმილია გამოფენები და ვორქშოფები.

ფესტივალზე დასწრება, ტრანსპორტირება (თბილისი, წითელი ხიდი, სადახლო) და საკარვე ზონა უფასოა.

One Caucasus 2017-ის პროგრამა ასეთია:

 ხუთშაბათი, 24 აგვისტო

  • 15:00 საათიდან - One Caucasus ქალაქი: კინოთეატრი, იდეებისა და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, ვორქშოფები, საბავშვო ზონა;
  • 17:00-დან 19:00 საათამდე - პატარა სცენა: Yogaddin (აზერბაიჯანი); Infest (საქართველო); Jrimurmurner (სომხეთი);
  • 20:00 საათიდან - მთავარი სცენა: Psio crew (პოლონეთი); Gordela (საქართველო); Gordela (საქართველო) + Psio crew (პოლონეთი).

 პარასკევი, 25 აგვისტო

  • 15:00 საათიდან - One Caucasus ქალაქი: კინოთეატრი, იდეებისა და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, ვორქშოფები, საბავშვო ზონა;
  • 17:00-დან 19:00 საათამდე - პატარა სცენა: Bays boys group (აზერბაიჯანი); Kanudosi (საქართველო);
  • 20:00 საათიდან - მთავარი სცენა: Marbey (სომხეთი); Pako Sarr (სენეგალი/პოლონეთი); Vishup Ensemble (სომხეთი); Pako Sarr (სენეგალი/პოლონეთი) + Vishup Ensemble (სომხეთი).

 შაბათი, 26 აგვისტო

  • 15:00 საათიდან - One Caucasus ქალაქი: კინოთეატრი, იდეებისა და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, ვორქშოფები, საბავშვო ზონა;
  • 17:00-დან 19:00 საათამდე - პატარა სცენა: Bays boys group (აზერბაიჯანი); Les gardiens du silence (აზერბაიჯანი);
  • 20:00 საათიდან - მთავარი სცენა: Masala Soundsystem (პოლონეთი); Natig Rhythm Group (აზერბაიჯანი).

 კვირა, 27 აგვისტო

  • 15:00 საათიდან - One Caucasus ქალაქი: კინოთეატრი, იდეებისა და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, ვორქშოფები, საბავშვო ზონა;
  • 19:00 საათიდან - მთავარი სცენა: მარნეულის მუნიციპალიტეტის პროგრამა; ფესტივალის საუკეთესო მუსიკალური ნომრები.

ინტერდისციპლინარული საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus პირველად 2014 წელს გაიმართა. ფესტივალი სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) იმართება და ყოველწლიურად სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე პატარა სოფელი, წერაქვი მასპინძლობს. One Caucasus-ი თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, არქიტექტორებს, განმანალებლებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]