weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააგენტოს სერიოზული ხარვეზები აქვს დაშვებული, ჩვენ მოგვიწევს გამოსწორება – წულუკიანი

23:16 ორშაბათი, 22 მარტი 2021

„ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს სერიოზული ხარვეზები აქვს დაშვებული გელათის რესტავრაციის პროცესში“, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, საჭიროა, ხარვეზები სწრაფად გამოსწორდეს, რაც, სავარაუდოდ, „დიდძალი თანხები“ დაჯდება.

„მე, როგორც დეპუტატი და ახლა უკვე მინისტრი, ჩავიხედე საქმეში, ჩავიხედე დოკუმენტებში, ჩავიხედე პროექტში, მოვუსმინე ადამიანებს და ბევრ მათგანს, ნამდვილად ვთვლი, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს სერიოზული ხარვეზები აქვს დაშვებული გელათის რესტავრაციის პროცესში.

ეს პროცესი დაიწყო 2008 წელს და დღემდე გრძელდებოდა. ჩვენ მოგვიწევს ამ ხარვეზების გამოსწორება, რაც, სამწუხაროდ, სავარაუდოდ, დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და მოგვიწევს, ამ მწირი ბიუჯეტის პირობებში, ეს თანხები სისტემამ გამოინახოს, რაც რბილად რომ ვთქვა, ტრაგიკულია: ერთი მხრივ, დაზიანებულია გელათი, მეორე მხრივ, ხარვეზებია, ღია ჭრილობებივით, რომელსაც სწრაფი გამოსწორება სჭირდება და გამოსწორება დაჯდება დიდძალი თანხები“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ხუთშაბათს გეგმავს შეხვდეს პროფესიონალ არქიტექტორ-რესტავრატორებს, რომელთაც „აქამდე აზრს დიდად არავინ ეკითხებოდა“.

„სამწუხაროდ, დარჩენილია 12, არაუმეტეს 15 ადამიანი, რომლებიც დღეს ცოცხლები არიან (მინდა, მათ დიდხანს ყოფნა ვუსურვო) და ჯერ კიდევ დეპუტატობისას ვეჭიდებოდი და ვთხოვდი რჩევას. ისინი არიან ძალიან ასაკოვანი ხალხი და მათ რეპერტუარში წარსულში, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, არაერთი გადარჩენილი ძეგლია. რეალურად, აღმოჩნდა, რომ მათ აზრს აზამდე დიდად არავინ არ ეკითხებოდა. ამიტომ, მე შევკარი ჯგუფი, ჯერ კიდევ პარლამენტში და ეს ჯგუფი მუშაობას გააგრძელებს ცოტა უფრო სხვა ფორმატში, რათა მოხდეს სააგენტოს მიერ (და არამხოლოდ სააგენტოს მიერ, იქ იყვნენ სხვა უწყებების წარმომადგენლები, ვინც სავალალო შეცდომები დაუშვა) დაშვებული შეცდომების სწრაფად იდენტიფიცრება და შემდეგ აღმოფხვრა მოხდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]