weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აპრილი წიგნის ჩუქების თვედ უნდა გამოვაცხადოთ – გიორგი კეკელიძე

12:52 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს. ამის შესახებ მან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში განაცხადა, სადაც წიგნის მოყვარულ ბებიასა და შვილიშვილს წიგნები გადასცა.

კამპანია #აჩუქეწიგნი სოფელ დიციდან დაიწყო.

„წიგნი და განათლება არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იმისთვის, რომ ეს ოკუპაცია, ეს მავთულხლართები გავარღვიოთ“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, წლევანდელი კამპანია სიმბოლურად მიეძღვნება მწერალ გურამ დოჩანაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

2019 წელს, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დაერქვა.

„მაშინ ათიათასობით ადამიანი და ასობით ორგანიზაცია გამოგვეხმაურა. შარშან ამ დღემ, შედარებით მშვიდად ჩაიარა - კოვიდი გვესტუმრა. კოვიდი წელსაც სტუმრადაა, თუმცა შესაბამისი ფორმებით, გადავწყვიტეთ ეს ტრადიცია უფრო მძალვრად აღვადგინოთ და აპრილი იქცეს წიგნის ერთმანეთისთვის ჩუქების თვედ, რომლის გვირგვინი სწორედ 23 აპრილი იქნება“, – ამბობს კეკელიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]