დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა და მერის მოადგილეებმა თეიმურაზ ზავრაშვილმა და სიმონ ქოჩორაშვილმა სოფელ კარდენახში მდებარე, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ტრაგიკულ დღეს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას.
საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევიდან 32 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, 21 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია