weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქართულ ხალხურ მედიცინას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

12:51 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ხალხურ მედიცინას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 

შესაბამისი ბრძანება სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა გამოსცა.

„საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

ამ ბრძანების საფუძველზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეიტანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]