weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისსა და ბათუმში ჩატარდება

15:20 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

26-31 აგვისტოს რიგით IX საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში 26, 28 და 29 აგვისტოს კონცერტები ბათუმში ჩატარდება, ხოლო 31 აგვისტოს დასკვნით გალა-კონცერტს თბილისი უმასპინძლებს. წლევანდელ ფესტივალზე მევიოლინე ლიანა ისაკაძე მსმენელის წინაშე სოლისტისა და დირიჟორის რანგში წარსდგება.

ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, წელს „ღამის სერენადების“ სტუმრები იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები - გერმანელი პიანისტი და დირიჟორი იუსტუს ფრანცი, ასევე, გურფინკელების ოჯახი: კლარნეტისტები დანიელი და ალექსი და მათი მამა მიხაელ გურფინკელი. ფესტივალში მონაწილეობს ქართველი დირიჟორი დავით მუქერია.

2017 წლის ფესტივალის პროგრამა ასეთია:

  • 26 აგვისტო

ლიანა ისაკაძე (ვიოლინო, დირიჟორი)

პ. ჩაიკოვსკი - „მოგონებები ფლორენციაზე“ (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის ლ. ისაკაძის მიერ), თხზ. 70;

ჩაიკოვსკი-ცინცაძე - „მელანქოლიური სერენადა“, „მელოდია“, „ვალს-სკერცო“;
-
ლიანა ისაკაძე (ვიოლინო), დავით მუქერია (დირიჟორი)

ა. ვივალდი - კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, მი მინორი, RV278;

კ. სენ-სანსი - „ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო“, თხზ. 28 (გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის);

  • 28 აგვისტო

ალექსი და დანიელ გურფინკელი (კლარნეტი, ისრაელი), მიხაელ გურფინკელი (დირიჟორი, ისრაელი)

ი. პოვოლოტსკი - ებრაული სულის ფანტაზია, თხზ. 103 ა (ტრადიციულ და პოპულარულ თემებზე);

კ. სენ-სანსი - „ინტროდუქცია და რონდო-კაპრიჩიოზო“, თხზ. 28 (გადამუშავებული 2 კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის რ. ფაიგელსონის მიერ);

ფ. მენდელსონი - საკონცერტო პიესა № 1, ფა მინორი, თხზ. 113.
-
ლიანა ისაკაძე, ოთარ მაღრაძე, გია სალაღიშვილი, დავით საგანელიძე, თამაზ ჩაჩავა

Jazz – Session

  • 29 აგვისტო

იუსტუს ფრანცი (დირიჟორი, გერმანია)

ფ. შუბერტი - სიმებიანი კვინტეტი გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვისიუსტუს ფრანცის მიერ.
-
იუსტუს ფრანცი (დირიჟორი, გერმანია) და ლიანა ისაკაძე (ვიოლინო)

ლ. ბერსტაინი - „ვესთსაიდური ისტორია“.

  • 31 აგვისტო

იუსტუს ფრანცი (დირიჟორი, გერმანია)

ფ. შუბერტი - სიმებიანი კვინტეტი გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის.
-
ლიანა ისაკაძე (ვიოლინო/დირიჟორი)

ა. ვივალდი - კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, მი მინორი, RV278;

ჩაიკოვსკი-ცინცაძე - „მელანქოლიური სერენადა“, „მელოდია“, „ვალს-სკერცო“;

კ. სენ-სანსი - „ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო“, თხზ. 28 (გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის).

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს აფხაზეთში  დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]