weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

14:00 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მსახიობმა კორონავირუსი გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გადაიტანა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ის სახლში იმყოფებოდა, თუმცა თებერვალში ისევ საავადმყოფოში მოხვდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძეს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია ჰქონდა, რომელიც გაუმწვავდა. ლევან რატიანი ამბობდა, რომ ეს პოსტკოვიდური გართულება არ იყო.

კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. აღსანიშნავია მისი თეატრალური როლები: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო“), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).

კინოში მისი დებიუტი 50-იანი წლებიდან შედგა. 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. კახი კავსაძემ გამორჩეული სახეები შექმნა კინოფილმებში: „მზე შემოდგომისა“ (სამსონი), „ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი), „ნატვრის ხე“ (იორამი), „მონანიება“ (მიხეილ კორეშელი), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (დონ კიხოტი).

კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]