weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გელათის გადახურვის ხარვეზებს UNESCO-ს ექსპერტი შეაფასებს

14:47 პარასკევი, 07 მაისი 2021

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ექსპერტი ჩამოვა. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რათა 2008 წლიდან მოყოლებული გელათის მონასტრის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზები გამოსწორდეს.

„გელათს ნამდვილად სჭირდება იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გადახურვის პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია. ჩვენ დაახლოებით ექვსი კვირაა, რაც ვართ ახალშექმნილ სამინისტროში და ჩემმა პირველმა მოადგილემ, ბატონმა კახა სიხარულიძემ, მთელი თავისი წარსული დიპლომატიური გამოცდილება მოახმარა იმას, რომ ამ მოკლე ვადაში, მიუხედავად პანდემიისა, მივიღეთ UNESCO-სგან თანხმობა და ივნისში გვეწვევა ცნობილი ექსპერტი, რომელიც ძეგლების გადახურვის სპეციალისტია და გააკეთებს შეფასებას. სწორედ ის გვეტყვის, თუ რამხელაა ზიანი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, რომელიც დოკუმენტებს ეყრდნობა, ზარალი საკმაოდ დიდია და ხარვეზების გამოსწორებასაც საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება.

ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური უცხოელი ექსპერტი. უცხოელი სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი საქმე დადგა ისე, რომ გვჭირდება უცხოელის ჩართულობა. მადლობა UNESCO-ს, რომ დღევანდელი სტანდარტებით ძალიან სწრაფად, ივნისში მოავლინა ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი, რომელიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]