ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალმა მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან 500-მდე ფილმი მიიღო. საკონკურსო ფილმებს შორის არის ფილმები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, ირანიდან, სინგაპურიდან, ესპანეთიდან, პაკისტანიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან. ფესტივალის გამარჯვებულები 12 მაისს დასახელდებიან. საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს, „ოქროს დინოზავრს“, გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში – საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. 1-5 წუთიანი ფილმების კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი და მოყვარული ავტორები, საუკეთესო ფილმისთვის გაიცემა 1 პრიზი სახელწოდებით „დინოზავრის ნაკვალევი“.
სეანსები „კინო საქართველოს“ კინოდარბაზებში გაიმართება.კინოჩვენებებთან ერთად ფესტივალის პროგრამა მოიცავს საგანამანათლებლო ღონისძიებებსაც. მასტერკლასებს ჩაატარებენ: კინორეჟისორი, პროდუსერი ლევან გაბრიაძე; ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი; კინოოპერატორი ალექს ბერკოვიჩი. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში დაგეგმილია „სცენარის განვითარების ვორქშოპი“, რომელიც დამწყებ სიანეასტებს დაეხმარება მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარზე მუშაობაში. ვორქშოპის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ კინოპროფესიონალები: კინოდრამატურგი გივი (ბესიკ) ოდიშარია, კინორეჟისორი ლევან კიტია, კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი გელა ბაბლუანი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო