weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართულ გალობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

17:02 სამშაბათი, 01 ივნისი 2021

ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს, რომელიც სტატუსის მინიჭების ინიციატორი იყო.

„ქართული ტრადიციული საეკლესიო მუსიკისათვის/ქართული გალობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ქართულ გალობასთან დაკავშირებული კულტურული ფენომენისა და ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული გალობის სწავლა-გადაცემის ხელშეწყობას, ცოცხალ პროცესში შესრულების აუცილებლობის პოზიციონირებას, ამ უნიკალური პოლიფონიური ხელოვნების ახალგაზრდებში პოპულარიზებას, საზოგადოების და სამეცნიერო წრეების მეტად დაინტერესებას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლებას“, – აცხადებენ ფოლკლორის ცენტრში და აღნიშნავენ, რომ ქართული საგალობელი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს კულტურული საგანძურია.

ცენტრის ინფორმაციით, ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას ძეგლის სტატუსი 31 მაისს მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი ბრძანება ჯერ არ გამოუქვეყნებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]