weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თბილისში VIII-IX საუკუნეების არაბულ წარწერას გუდრონი წაუსვეს

19:27 შაბათი, 19 ივნისი 2021

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე არსებულ არაბულ წარწერას, რომელიც მე-8 მე-9 საუკუნეებშია შესრულებული, ცხელი გუდრონი წაუსვეს. ვანდალიზმის შესახებ ინფორმაცია და ფოტო არასამთავრობო ორგანიზაცია ტფილისის ჰამქრის წარმომადგენელმა, ცირა ელისაშვილმა გაავრცელა.

ცირა ელისაშვილის თქმით, დაზიანებული წარწერა 2012 წელს აღმოჩინეს და ის ერთ-ერთია თბილისში ნაპოვნი სამი ეპიგრაფიკული არაბულწარწერიანი ძეგლიდან.

„წარწერა არაბული კალიგრაფიის ქუფურ სტილს განეკუთვნება. ტექსტი გვამცნობს, რომ წარწერა შესრულებულია სალლამ იბნ ჰაბბანის ან ჰაიანის მიერ ჰაჯის მეორე საუკუნეში, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით მე-8 – მე-9 საუკუნეების მიჯნაზე. ეს წარწერა ქვიშაქვაზეა გაკეთებული. ქვიშაქვა რბილი და პრობლემური ქვაა, გამოქარვისა და გაფხვიერებისკენ მიდრეკილი. ვიღაც ვანდალმა, გადაწყვიტა თბილისში არაბული კვალის მოსპობა და ცხელი გუდრონით გადაშალა წარწერა. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 31-ე მუხლის დარღვევა, რაც ძეგლის განზრახ დაზიანებას ნიშნავს და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით“, – წერს ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

ცირა ელისაშვილის პოსტს კულტურის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურნენ. მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მან სააგენტოს თანამშრომლები დილიდან ადგილზე მიავლინა.

„აღმოჩნდა, რომ იქ მომხდარი იყო ვანდალიზმის ფაქტი და ამჟამად მიმდინარეობს ნებართვის გაცემის პროცედურები შესაბამის სპეციალისტებზე, რათა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადგილზე შესაბამისი დაცულობის მექანიზმი ისევ დაყენდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]