weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება – წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე

14:13 ორშაბათი, 21 ივნისი 2021

„კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს“, – ასე უპასუხა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურმალისტის შეკითხვას, რომელიც რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის რუსეთში ვიზიტს ეხებოდა.

წულუკიანის თქმით, მისი პოზიციაა, რომ ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფალია.

„კულტურის მინისტრად როცა ვინიშნებოდი, იყვნენ ტელევიზიები, ფლაგმანები, თითს მიქნევდნენ, ემანდ არ ჩაერიო, შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად, გეტყვით, რომ ემანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით.

ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფალია. კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რუსთაველის ეროვნული თეატრის დასი რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლით „თამაშის დასასრული“ 30 ივნისს, 1-ელ და 2 ივლისს, მოსკოვში მიმდინარე ჩეხოვის სახელობის საერთშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. როგორც სტურუამ რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, მათთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლის ჩვენების შესაძლებლობა აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]