სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე გასაუბრება 63-მა სპეციალისტმა გაიარა, რომელთაგან 34-ს კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაცია მიეცათ. გასაუბრების შედეგად ოსტატების რეესტრში ჩარიცხული ოსტატები არიან:
- აბრამიშვილი თენგიზ – მოქანდაკე, ქვითხურო;
- ალავერდაშვილი სიმონ – ქვითხურო;
- არსენაძე არჩილ – კირითხურო;
- ბერიძე ვახტანგ – ქვასა და ხეზე მომუშავე;
- გაბისკირია ირაკლი – ქვითხურო;
- გაფრინდაშვილი გია – ქვითხურო;
- გიგაური პაატა – მოქანდაკე, ქვითხურო;
- გოგიძე არჩილ – მეთუნუქე;
- გოგიძე ონისე - მეთუნუქე;
- გოგრიჭიანი ვახტანგ – ხითხურო;
- გრიგალაშვილი ბადრი – ხითხურო, მეთუნუქე;
- დენოსაშვილი მუხრან – მეთუნუქე;
- ზავრაშვილი ნუგზარ – მოქანდაკე;
- ზაზაძე გიორგი – ქვითხურო;
- თევზაძე ნიკოლოზ – ქვითხურო, ხითხურო;
- იოსელიანი ანატოლი – ქვის ოსტატური დამუშავება ქარხნულად;
- კაცაძე გიორგი – ქვითხურო, კალატოზი;
- კვარაცხელია გიორგი – ქვითხურო;
- კვარაცხელია დავითი – ქვითხურო;
- კვარაცხელია ზაალი – კირითხურო;
- კვიწინაძე ჯუმბერ – მეთუნუქე;
- მარუქაშვილი ირაკლი – ქვითხურო;
- მარუქაშვილი გელა – კირითხურო;
- მარუქაშვილი ტატო – ქვითხურო;
- მექუდიშვილი ზურაბი – კირითხურო;
- მექუდიშვილი გიორგი – კირითხურო, მეთუნუქე;
- მურადაშვილი კახაბერ – კირითხურო;
- საღლიანი ზეზვა – ხითხურო;
- ფაიქრიძე რომან - ქვითხურო,ხითხურო,(ტაძრები);
- ჩალაძე ზაქრო – ქვითხურო;
- ჩოხელი გივი – მოქანდაკე;
- ჯვარიძე თორნიკე – ქვითხურო;
- ჯვარიძე გელა - ქვითხურო;
- ჯეჯელავა რამაზ – ხატმკვეთი, ხის ოსტატი.
რეესტრში აღრიცხული ოსტატები დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – სერტიფიკატს.
„ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველთა განაცხადების მიღება 2021 წლის 6 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. კულტურის სამინისტროში სულ 253 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც გასაუბრება 63-მა კანდიდატმა გაიარა. წარმატებული ოსტატების რეესტრში ჩარიცხვა გრძელდება. ასევე, გრძელდება კანდიდატებთან გასაუბრება და სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია თითოეულ მათგანს გაესაუბრება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
მათივე ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით შეიქმნა, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემა ამუშავდება.
„ჩვენი მიზანია, 2022 წლის 1 მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები“, – აღნიშნავენ კულტურის სამინისტროში.