weather cur horoscope tv
მაისი 25, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ფიტარეთის მონასტერს ტექნიკა ვათხოვეთ, სამუშაოებზე პასუხს არ ვაგებთ – RMG Gold

17:20 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

კომპანია RMG Gold-ის განცხადებით, კომპანიამ ტექნიკა ფიტარეთის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებს ათხოვა და სამუშაოების დაგეგმვასა და წარმოებაზე ისინი არ არიან პასუხისმგებლები.

„კომპანია RMG-ი თანამშრომლობს ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან. ჩვენი თანამშრომლობა შეეხება სამონასტრო კომპლექსის დაცვისა და მასზე მზრუნველობის საკითხებს. ამჯერად, მონასტრის მომსახურე პირებმა მოგვმართეს ტექნიკური დახმარების თხოვნით და ჩვენ მათ მხოლოდ ტექნიკა ვათხოვეთ. შესაბამისად, სამუშაოთა დაგეგმვასა და წარმოებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული საკითხის დეტალები კარგად იციან საყდრისის კომიტეტშიც. ამის მიუხედავად კომიტეტის მხრიდან კომპანია RMG-ს მიმართ, ჩვენი მოსაზრებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“, – ნათქვამია RMG-ის განცხადებაში.

საყდრისის დაცვის კომიტეტმა მონასტერთან დაწყებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა და ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომელზეც მძიმე ტექნიკის მუშაობაა ასახული.

„ტექნიკის მუშაობის შედეგად დაზიანდა მონასტრის მარჯვენა მხარე და გალავანს ბზარი გაუჩნდა. გარდა ამისა, ჩაინგრა შეუსწავლელი ისტორიული ხარო, აკლდამა. გადასწორებულია სამრეკლოსა და ისტორიულ გალავანს შორის ტერიტორია. არქეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე იყო ნამოსახლარი ან კელიები“, – აღნიშნა საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.

სამი კვირის წინ საყდრისის კომიტეტმა ფიტარეთის მონასტერთან აქცია „გადაარჩინე ფიტარეთი“ გამართა. კომიტეტის წევრები აცხადებდნენ, რომ ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ ბნელი ხევის ტერიტორიაზე აფეთქება განახორციელა. აფეთქება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

კომპანია RMG Gold-ი მონასტრიდან ორ კილომეტრში ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებას გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]