„უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, „ორდროშობანა“ მოიხსნება „ლიტერადან“. წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან“, – ამბობს მწერალი.
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მონაწილეთა სია გუშინ გახდა ცნობილი. 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნი იყო წარდგენილი, მათ შორის, „ორდროშობანაც“. კონკურსანტების მოკლე სიას ჟიური ნოემბრის დასაწყისში წარადგენს, გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია კი 2021 წლის დეკემბერში გაიმართება.
პრემია „ლიტერა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.