weather cur horoscope tv
სექტემბერი 22, 2021

„ცნობილმა მოდის სახლმა სვანეთში გადაღება ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო გააუქმა“

12:31 შაბათი, 31 ივლისი 2021 hits 159

თბილისში „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის“ დამფუძნებელმა, სოფო ჭყონიამ განაცხადა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა და დიდმა მოდის სახლმა სარეკლამო კამპანიის ფარგლებში სვანეთში დაგეგმილი გადაღება იმის გამო გააუქმა, რომ საქართველოში ჰომოფობიური განწყობებია. ჭყონიას თქმით, გადამღებ ჯგუფს შეეშინდა.

„ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო“, – ამბობს სოფო ჭყონია.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დიდი იმედი ჰქონდა, რომ გადაღებები საქართველოში შედგებოდა.

„ძალიან დიდი სარეკლამო კამპანია იყო. ეს იყო როგორც ვიდეო, ისე ფოტო გადაღება. მათ ერთ-ერთ ლოკაციად სვანეთი შეარჩიეს. 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, რადგან მთელმა მსოფლიომ გააშუქა, რა ხდებოდა საქართველოში, მათაც მიუვიდათ ეს ინფორმაცია და უბრალოდ გააუქმეს და გადაიტანეს სხვა ქვეყანაში.

ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ სულ ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ, რომ ევროპისკენ მიდის ქვეყანა. როდესაც ქვეყნის იმიჯი ასე შეილახება, ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა ჭყონიამ.

საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. ძალადობრივი აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]