weather cur horoscope tv
სექტემბერი 25, 2021

„ლიტერა“ გელა ჩარკვიანმა, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემაც დატოვეს

23:06 შაბათი, 31 ივლისი 2021 hits 224

გელა ჩარკვიანმა, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემ ლიტერატურულ პრემია „ლიტერაში“ მონაწილეობაზე უარი თქვეს და საკუთარი წიგნები მოხსნეს. 

ჩარკვიანის წიგნი „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ და ჯავახაძის წიგნი „გალაკტიონის გარეშე“ პრემია „ლიტერას“ გრძელ სიაში საუკეთესო დოკუმენტური პროზის ნომინაციაში მოხვდნენ, ხოლო ბესიკ ხარანაულის „ეჰ, ბესარიონ“ და „ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს“ – საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში.

გამომცემლობა „ინტელექტის“ განცხადებით, მათი ავტორებისა და დიზაინერების გადაწყვეტილებით, „ლიტერადან“ გამომცემლობის ყველა წიგნი მოიხსნა.

„ლიტერას“ მონაწილეთა სია 26 ივლისს გახდა ცნობილი. 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნი იყო წარდგენილი. მას შემდეგ კონკურსი 20-ზე მეტმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მათთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ პრემიის არსებობის ისტორიაში პირველად, ხუთკაციანი ჟიურიში წევრი კულტურის სამინისტრომაც შეიყვანა. მწერლების პროტესტის შემდეგ, ჟიური მისმა ოთხმა წევრმა დატოვა და საბოლოოდ, იქ მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე დარჩა.

პრემია „ლიტერა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემოდა. საქართველოს პენცენტრის განცხადებით, აქამდე „ლიტერას“ ჟიური ყოველწლიურად იცვლებოდა და მიუხედავად იმისა, რომ პრემიას სახელმწიფო აფინანსებდა, არავინ ერეოდა „ლიტერას“ საქმიანობაში, პრემია თავისუფალი იყო პოლიტიკური კონიუნქტურისაგან.

„ახლა ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. წულუკიანმა კულტურული ჟანდარმერიის შემოყვანა გადაწყვიტა და მოინდომა კულტურაზე კონტროლის ყველაზე ბნელი ტოტალიტარული ტრადიციების აღდგენა. მიგვაჩნია, რომ მინისტრის მსგავსი თავხედური ჩარევა ლიტერატურულ პროცესში მწერლებისთვის და ჟიურის წევრებისთვის შეურაცხმყოფელია. მწერლებიც და ჟიურიც თავისუფალნი უნდა იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური კონტროლის მცდელობისგანაც კი“, – ნათქვამია საქართველოს პენცენტრის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]