weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვენეციის კინოფესტივალი მეტ დეიმონის ახალი ფილმით გაიხსნება

17:52 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

ვენეციის რიგით 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოსკაროსანი სცენარისტისა და რეჟისორის, ალექსანდერ პეინის ახალი სატირული ფილმის ჩვენებით გაიხსნება, სადაც მთავარ როლს მეტ დეიმონი ასრულებს. სამეცნიერო ფანტასტიკური ტრაგიკომედია სათაურად Downsizing, ფესტივალის მთავარ პროგრამაშია, მის გარდა საპრიზო კონკურსში მთავარი ჯილდოების, ოქროს ლომისა და ვერცხლის ლომის მოპოვებისთვის 21 ფილმი იბრძვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან აქვთ ჩატანილი შემოქმედებით ჯგუფებს.

ვენეციის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამა

ალექსანდერ პეინის სატირაში მეტ დეიმონი ფინანსური პრობლემების მქონე თერაპევტს განასახიერებს, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად ადამიანების ზომაში დაპატარავების პროცესს აირჩევს. ფილმში, რომელიც ასევე მოიაზრება ოსკარების მოპოვების კანდიდატად, ასევე მონაწილეობენ ქრისტოფ ვალცი და კრისტენ უიგი.

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებს 9 სექტემბერს პლანეტის უძველესი კინოფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი ამერიკელი კინოვარსკვლავი ანეტ ბენინგია. ჟიურის სრული შემადგენლობა კი ასეთია: ედგარ რაიტი (ინგლისელი რეჟისორი და მსახიობი), ილდიკო ენიედი (უნგრელი რეჟისორი და სცენარისტი), მიჩელ ფრანკო (მექსიკელი რეჟისორი და სცენარისტი), იონ ფანი (ტაივანელი რეჟისორი და სცენარისტი), რებეკა ჰოლი (ინგლისელი მსახიობი), ანა მუგლალისი (ფრანგი მსახიობი), იასმინე ტრინკა (იტალიელი მსახიობი) და დეივიდ სტრეტონი (ავსტრალიელი კრიტიკოსი).

ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალზე ლეგენდარული ამერიკელი ვარსკვლავები, რობერტ რედფორდი და ჯეინ ფონდა კინოში შეტანილი ღვაწლისთვის სპეციალურ ჯილდოს მიიღებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]