weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ფიტარეთის მონასტერს გაფრთხილება მისცა

10:56 ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ფიტარეთის XIII საუკუნის მონასტრის მიმდებარედ მძიმე ტექნიკის გამოყენებით სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება მიუღებელია. სააგენტომ მონასტრის სასულიერო პირები წერილობით გააფრთხილა.

სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა 29 აგვისტოს მონასტრის გალავნის დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ტერიტორია შეისწავლა.

„არქეოლოგის ზედამხედველობის გარეშე, მძიმე ტექნიკის მეშვეობით უნებართვოდ მოსწორებული მიწის ზედა ფენის მოხსნის შედეგად, სპეციალისტებმა გამოავლინეს ნატეხი ქვით ნაგები სამეურნეო ორმოს (ე.წ. ხაროს) დაზიანებული ზედა ნაწილი, რომლის გადახურვის ქვებიც ადგილზევე დაფიქსირდა. დაზიანების მსუბუქი სიმძიმის მიუხედავად, სააგენტოს საპეციალისტები სამომავლოდ სავალდებულოდ მიიჩნევენ აღნიშნული არქეოლოგიური ობიექტის მეცნიერულ შესწავლას. ახალი დაზიანებების კვალი არ ეტყობა არც მონასტრის კედლებს და არც მის გალავანს, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულ გოდოლს, სადაც სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენები იკვეთება. გოდოლის ქვედა, შედარებით ადრეულ ნაწილში არსებობს ძველი ბზარი, რაც არსებული ფოტო მასალითაც დასტურდება.

ფიტარეთის მონასტრის არქიტექტურულ ნაგებობებზე ახალი, მნიშვნელოვანი დაზიანებების არარსებობის მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება. გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, სააგენტომ წერილობითი გაფრთხილება ფიტარეთის მონასტერს უკვე მისცა. უნებართვო ქმედებების განმეორების შემთხვევაში კი, სააგენტო არსებული ნორმების უგულვებელყოფის ფაქტს მკაცრ რეაგირებას მისცემს“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საყდრისის დაცვის კომიტეტმა ფიტარეთის მონასტერთან დაწყებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია 28 აგვისტოს გაავრცელა. კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ მონასტერთან ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის მძიმე ტექნიკა მუშაობდა, რის შედეგადაც მონასტრის გალავანს ბზარი გაუჩნდა. RMG Gold-ის განმარტებით, მათ ტექნიკა ფიტარეთის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებს ათხოვეს და სამუშაოების დაგეგმვასა და წარმოებაზე პასუხს არ აგებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]