მე-7 სეზონი, რომელშიც წინა სეზონებისგან განსხვავებით, 10-ის ნაცვლად მხოლოდ 7 სერია ექნება, დაფუძნებული იქნება ჯორჯ მარტინის ფენტეზი ჟანრის წიგნების სერიის, „ცეცხლისა და ყინულის“ მეექვსე და მეშვიდე ნაწილებზე - „ზამთრის ქარები“ და „გაზაფხულის სიზმარი“.
ცნობილია, რომ ახალ სეზონში მაყურებელი ახალ პერსონაჟს იხილავს, რომლის როლშიც ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი ჯიმ ბროუდბენტია. კიდევ ერთ ახალ როლს კი პოპულარული ახალგაზრდა ინგლისელი მომღერალი ედ შირანი შეასრულებს.