weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კალაძის თქმით, თბილისში საჯარო ხელოვნების ფონდი დაფუძნდება

12:46 ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად თბილისში „საჯარო ხელოვნების ფონდი“ დაფუძნდება. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფონდის მიზანი იქნება, თანამედროვე ხელოვნება ქალაქის განუყოფელი ნაწილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

კალაძის თქმით, ეს საჯარო სივრცეებში ხელოვნების ინტეგრაციით მოხდება.

„ერთ-ერთი ასეთი სივრცე იქნება ახლადრეაბილიტირებული ვაკის პარკი და არამხოლოდ – ყველა ის სივრცე, რომელიც მოწესრიგებულია, იქნება გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც წლის განმავლობაში, კონკურსის საფუძველზე არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები განთავსდება. ეს იქნება ამ დარგისთვის ხელშეწყობა, რომ ამ წარმატებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნამუშევრები განათავსონ, მაგალითად, პარკებში. ასევე, დედაქალაქში ბევრ სხვა საჯარო სივრცეში – სკვერებში, მოედნებზე გამოვყოფთ ადგილებს, სადაც ამ ადამიანებს თავისი ნამუშევრების განთავსების საშუალება ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძემ გაიმარჯვა. ის თბილისის მერის თანამდებობაზე მეორე ვადით, კიდევ 4 წლით აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]