weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო არტისტებს და მხატვრებს ყოველთვიური სტიპენდიები 400-დან 600 ლარამდე გაეზარდათ

12:34 პარასკევი, 05 ნოემბერი 2021

საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები 400-დან 2000 ლარამდე ყოველთვიური სტიპენდიას მიიღებენ.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისთვის განსაზღვრული ყოველთვიური სტიპენდია გაიზარდა 200 ლარით, 400 ლარიდან 600 ლარამდე, ხოლო სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისათვის განესაზღვრათ 600 ლარის ოდენობით. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯამში ცვლილება შეეხო 118 ადამიანს, რომელთაგან უმრავლესობა 70 წელს არის გადაცილებული.

ამასთან, კულტურის იმ მუშაკებს (17 პირს), რომელებიც დღემდე დახმარების სახით სამინისტროსგან ყოველთვიურად 250 ლარს იღებდნენ, ეს თანხა 400 ლარამდე გაეზარდათ.

მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიების მიმღებ ბენეფიციარებს დაემატნენ საჭადრაკო ოლიმპიადების მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები, რომელთა ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრა იგივე წესით, როგორც ოლიმპიური და პრალიმპიური თამაშების პრიზიორებისთვის არის განსაზღვრული. კერძოდ, ვერცხლის მედლის მფლობელებისთვის - 800 ლარის, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელებისთვის - 500 ლარის ოდენობით.

ასევე, საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრება 2000 ლარის, ხოლო საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი - 800 ლარის ოდენობით.

„საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის N524 დადგენილება ამოქმედდა 2021 წლის 1 ნოემბრიდან და შესაბამისად, საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები, მათთვის განსაზღვრულ სტიპენდიას, ხოლო სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები გაზრდილი ოდენობის სტიპენდიებს მიიღებენ უკვე მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან“, – აცხადებენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]