„გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი - გელა ჩარკვიანი. პანაშვიდები დღეს და ხვალ. პეკინის 14. გასვენება ხუთშაბათს, 2 საათზე სახლიდან“, – წერს თეონა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
გელა ჩარკვიანი 1992-2003 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში. 2005-2006 წლებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი. 2006-2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
გამოცემული აქვს წიგნები „ინტერვიუ მამასთან“, „ნაგერალა“ და ავტობიოგრაფიული რომანი „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“.