weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2022

კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა

12:54 ორშაბათი, 22 ნოემბერი 2021 hits 282

კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა და კონკურსი გამოაცხადა. როგორც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, პრემიის დაფუძნების იდეა პარლამენტის წევრ ქეთევან დუმბაძეს ეკუთვნის.

თეა წულუკიანის განცხადებით, საკონკურსო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 3 დეკემბრის 12:00 საათზე დასრულდება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ოთხ ნომინაციებში: წლის საუკეთესო რომანი, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული და წლის საუკეთესო პიესა. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა 5000 ლარია

კონკურსის ფარგლებში განიხილება მიმდინარე წელს წიგნად გამოცემული, ან შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ცოცხალი ავტორის/ების ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები/ები (რომანი, მოთხრობა, ნოველა, ლექსი, პიესა), ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“ განიხილება როგორც წიგნად გამოცემული და გამოუქვეყნებელი, ასევე ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა.

გამარჯვებულს გამოავლენს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობა გამარჯვებულების გამოვლენამდე კონფიდენციალურია და შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. გამარჯვებულები 27 დეკემბერს გამოვლინდებიან.

კონკურსის მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა. ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]