weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2022

„ლიტერას“, რომელიც კეზერაშვილის პრემიაა, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს – წულუკიანი

13:57 პარასკევი, 03 დეკემბერი 2021 hits 229

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადით, ლიტერატურულ კონკურსს „ლიტერასთან“ დაკავშირებით სასამართლო დავის წამოწყებას აპირებდა, თუმცა საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი აქტების არარსებობის გამო, ეს ვერ შეძლო. ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. მე ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახლდათ კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას. 

მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა – „ლიტერა“, სახელმწიფო დონეზე არ იყო არცერთი საკანონმდებლო აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემია.

შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება, ამიტომაც ჩემი გადაწყვტილებით „კეზერაშვილის პრემია“ დარჩება კეზერაშვილს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“, რომელიც 2015 წელს მწერალთა სახლის ინიცირებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა, წელს ჩაიშალა. ამას წინ უძღოდა, პრემიის არსებობის ისტორიაში პირველად, „ლიტერას“ ჟიურიში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის შეყვანა, რაც პოლიტიკური კონტროლის მცდელობად იქნა შეფასებული.

საქართველოს პენცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კულტურის მინისტრის მსგავსი თავხედური ჩარევა ლიტერატურულ პროცესში მწერლებისთვის და ჟიურის წევრებისთვის შეურაცხმყოფელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]