weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გვინდა, რომ როგორც ევროპაში, საქართველოშიც იყოს მუნიციპალური კინო – პრეზიდენტი

00:01 სამშაბათი, 14 დეკემბერი 2021

„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ევროპას მივუახლოვდეთ და შევუერთდეთ, გვინდა, რომ როგორც ევროპაში, საქართველოშიც იყოს მუნიციპალური კინო. არსებობდეს არა მხოლოდ ის კომერციალური ნაწილი, რომელიც აუცილებელია და ამ ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია, არამედ მუნიციპალიტეტმაც შეიტანოს თავისი წვლილი ამ საქმეში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულებს და მონაწილეებს უმასპინძლა. მისი თქმით, ძალიან კარგის ნიშანია, რომ ფესტივალი უკვე 22 წელი ტარდება, ცოცხლობს და წელსაც წარმატებულად გაიმართა.

„კინომ ძალიან მძიმე დღეები გაიარა. პანდემიამ დააზარალა კინო და დააზარალა მაყურებელი, არა მხოლოდ კინოინდუსტრიაში მომუშავენი - მსახიობები და რეჟისორები, არამედ მაყურებლებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება კინოდარბაზიდან ეყურებინათ ფილმებისთვის და ამ კუთხით, ამ ფესტივალის ჩატარებამ ეს ნაკლი ერთგვარად შეავსო. ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალმა შეინარჩუნა საერთაშორისო ხასიათი.

ძალიან დიდი გამოწვევაა ქართული კინოსთვის ის, რომ თბილისი მედია ხელოვნების მიმართულებით UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა და იუნესკოსგან მივიღეთ კრეატიული ქალაქის სახელი. ეს ფესტივალი ჯდება იმ სიახლეში.

ეს ერთგვარად არის იმის აღიარება, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ კინოს ქვეყანა, მაგრამ მუდამ უნდა ვამტკიცოთ, რომ არა მხოლოდ ვიყავით, არამედ ვართ და ვიქნებით ერთ-ერთი წარმოჩენილი კინოს ქვეყანა. ფესტივალის ჩატარებამ მოგვცა იმის განახლებული სურვილი, რომ ამ დარგში კიდევ უფრო მეტი მოხდეს და წინ წავიწიოთ“, – განაცადა სალომე ზურაბიშვლმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ძალიან დიდი სურვილია, შევინარჩუნოთ თეატრები, რომლებიც საქართველოს კინოისტორიის ნაწილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]