ჟიურიმ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში დაასახელა:
ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“:
ავტორი - ჟვანია ნინო, „მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ“, წარმდგენი - ავტორი;
ავტორი - ფავლენიშვილი ეკატერინე, „საწუთროს მარგალიტები“, წარმდგენი - ავტორი;
ავტორი - ქადაგიძე ნინო, „მინიატურები“, წარმდგენი - ავტორი.
ნომინაცია „წლის საუკეთესო რომანი“:
ავტორი - ბადალაშვილი დავითი, „ლეკვების სამოთხე“, წარმდგენი - ავტორი;
ავტორი - ჩქვანავა გელა, „კადრილი“, წარმდგენი - ავტორი.
ნომინაცია „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“:
ავტორი - თათარაიძე ეთერი, „რა გქვიანის ყვავილო?; ჩიტო, შენც გამომყევ“ (ორ წიგნად), წარმდგენი - ავტორი;
ავტორი - მთვარელიძე თათია, „ობის წიგნი“, წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო;
ავტორი - წიკლაური მარიამი, „რისკჯგუფი“, წარმდგენი - ავტორი;
ავტორი - ჯორჯანელი ნიკა, „ნეტფლიქსი“, წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო.
ნომინაცია „წლის საუკეთესო პიესა“:
ავტორი - მაცხონაშვილი ელენე, „ყვავი რო მოვა“, წარმდგენი - ავტორი;
ავტორი - ყუშიტაშვილი ფიქრია, „ჩვენებური ამბავი“, წარმდგენი - ავტორი;
ავტორი - შერვაშიძე გიორგი, „ასი ათას ერთი“, წარმდგენი- ავტორი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა 6378 ლარია (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით). კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 26 დეკემბერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.