weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლიტერატურული კონკურსის „წლის საუკეთესო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

11:13 ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის „წლის საუკეთესო“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. სამინისტროს ინფორმაციით, ოთხ ნომონაციაში გამარჯვებულები არიან:

  •  „წლის საუკეთესო რომანი“ გამარჯვებული – გელა ჩქვანავა, „კადრილი“ 

ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ: დავით ბადალაშვილი - „ლეკვების სამოთხე“, წარმდგენი; გელა ჩქვანავა, „კადრილი“. 

  • „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ გამარჯვებული – ნიკოლოზ ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“ 

ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ: ეთერ თათარაიძე - „რა გქვიანის ყვავილო?“ და „ჩიტო, შენც გამომყევ“ (ორ წიგნად); თათია მთვარელიძე- „ობის წიგნი“; მარიამი წიკლაური - „რისკჯგუფი“; ნიკოლოზ ჯორჯანელი -„ნეტფლიქსი“. 

  • „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ გამარჯვებული – ნინო ქადაგიძე, „მინიატურები“. 

ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ: ნინო ჟვანია - „მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ“; ეკატერინე ფავლენიშვილი - „საწუთროს მარგალიტები“; ნინო ქადაგიძე - „მინიატურები“. 

  • „წლის საუკეთესო პიესა“ გამარჯვებული – ელენე მაცხონაშვილი, „ყვავი რო მოვა“ 

ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ: ელენე მაცხონაშვილი - „ყვავი რო მოვა“; ფიქრია ყუშიტაშვილი - „ჩვენებური ამბავი“; გიორგი შერვაშიძე - „ასი ათას ერთი“.

თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა 6378 ლარია (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით). კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და პარლამენტის წევრი ქეთევან დუმბაძე დაესწრნენ. კონკურსის დაფუძნების იდეა სწორედ დუმბაძეს ეკუთვნის. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]