მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექციაში 25 ფილმია წარდგენილი. ესენია:
„8 წუთი“ - გიორგი გოგიჩაიშვილი, საქართველო, 2017;
„ანა“ - მარგო ზუბაშვილი, საქართველო, 2017;
„დასასრული“ - ნინი სარდლიშვილი, საქართველო, 2017;
„სრულყოფილი შეკვეთა“ - ანა სარუხანოვა/კატალინა ბაქრაძე, საქართველო, 2017;
„სამი ნაბიჯი“ - სოსო ბლიაძე, საქართველო, 2017;
„ელენე“ - სეზან კაიაჰანი, თურქეთი/საქართველო, 2016;
„ასტრომეტალი“ - ეფიმის სანიდისი, საბერძნეთი, 2017;
„გაქცევა“ - სალომია ბაუერი, რუსეთი, 2017;
„ერთი დღე ალეპოში“ - ალი ალიბრაჰიმი, სირია, 2017;
„ეს ჩვენი სახლია“ - გიორგი დანელიანცი, რუსეთი/საქართველო;
„ვალპარაიზო“ - კარლო სირონი, იტალია;
„ილუზია“ - ალინა ხოროშილოვა, უკრაინა;
„კოპა-ლოკა“ - ქრისტოს მასალასი, საბერძნეთი;
„მზერა“ - ფარნუშ სამადი, ირანი/იტალია;
„მთვარე, მზე და სამი მუშკეტერი“ - ვაჰან ხაჩატრიანი, სომხეთი, 2017;
„ნაზი ღამე“ - ქიუ იანგი, ჩინეთი,
„პაპა“ - აზერ გულიევი, აზერბაიჯანი, 2017;
„რენენის კარაოკე“ - ევიატარ მონკაზი, ისრაელი, 2017;
„რეტუში“ - კავეჰ მაზაჰერი, ირანი, 2017;
„რძე“ - დარია ვლასოვა, რუსეთი;
„უდროო სიყვარული“ - სტეფან მარინი, რუმინეთი, 2017;
„ფანტაზიის წინადადებები“ - დანე კომლენი, გერმანია/დანია, 2017;
„წარმოუდგენელი ფიგურები და სხვა ამბები II“ - მართა პაჯეკი, პოლონეთი;
„წყალი“ - აიზჰან კასიმბეკი, ყაზახეთი, 2017;
„ხმა“ - დარიუშ ნაჯაფ გოლი, აზერბაიჯანი/ირანი.
მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი. ჟიური, რომლის პრეზიდენტი ცნობილი ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფია, საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ქალისა და მამაკაცის როლის შემსრულებლისა და ჟიურის რჩეულის ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს. ფილმების სია ასეთია:
„პატიოსანი კაცი“ - მოჰამად რასულოფი, ირანი, 2017;
„ჩიტები მღერიან კიგალიში“ - იოანა კოს-კრაუზე & კჟიშტოფ კრაუზე, პოლონეთი, 2017;
Claire Obscure - იეშიმ უსთაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016;
„დედე“ - მარიამ ხაჭვანი, საქართველო/ყატარი, 2017;
„ნაზი არსება“ - სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017;
„როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი მოხუცებულთა თავშესაფარში“ - ალექსანდრ ჰანტი, რუსეთი, 2017;
„იუპიტერის მთვარე“ - კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017;
„მეტი“ - ონურ საილაქი, თურქეთი, 2017;
„წვეულება“ - სალი პოტერი, დიდი ბრიტანეთი, 2017;
„აფრენა“ - ეჰსან აბდიპური, ირანი, 2017.
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი, რომელთაგან გამარჯვებული 2 ნომინაციაში - საუკეთესო ფილმისა და ჟიურის სპეციალური პრიზის ნომინაციაში გამოვლინდება. ჟიურის თავმჯდომარე ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილია.
„აუსტერლიცი“ - სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016;
„ბირმის მოთხრობების კრებული“ - პიტერ ლომი, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017;
„აჩრდილების ქალაქი“ - მეთიუ ჰეინმანი, აშშ, 2017;
„მზის ქალაქი“ - რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017;
„დიქსი ლენდი“ - რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016;
„თავისუფლების დღე“ - უგის ოლტე & მორტენ ტრაავიკი, ნორვეგია/ლატვია, 2016;
„ჩემი გარეუბნის ისტორია“ - იუნუს ოზან ქურქუთი, თურქეთი, 2017;
„ცემენტის გემო“ - ზიად ქალთუმი, გერმანია/ალბანეთი/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017;
„ცოცხლად დარჩენის მეთოდი“ - არნო ჰაგერსი,ერიკ ლიეშუტი & რეინერ ვან ბრუმელენი, ჰოლანდია/ბელგია, 2016.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და წელს მე-12-ედ ტარდება. ფესტივალის კინოჩვენებების ადგილებია: კინოთეატრი „აპოლო“ და სასტუმრო Wyndham-ის საკონფერენციო დარბაზი. კინოჩვენებები გაიმართება ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე.