weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კულტურის სამინისტრო წიგნში დაშვებულ შეცდომას ლაშა ბაქრაძესთან „სერიოზულად განიხილავს“

13:32 ორშაბათი, 17 იანვარი 2022

საქართველოს კულტურის სამინისტრო გეგმავს ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორთან, ლაშა ბაქრაძესთან სერიოზულად განიხილოს“ წიგნის გამოცემისას დაშვებული შეცდომა. საქმე ეხება პოეტ ელენე დარიანის შესახებ გამოცემულ წიგნს, სადაც ანა კალანდაძის ორი ლექსი შევიდა და ისინი შეცდომით დარიანის მიაწრეს. 

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ამ საკითხზე სამინისტროს „არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ“ მიმართა. 

„გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. 

ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს.

ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ. 

წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი - დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. 

რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. 

სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს“, – ნატქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტრი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ სამინისტოს განცხადებას მოგვიანებით უპასუხებს. თუმცა, ელენე დარიანის წიგნთან დაკავშირებით მან განმარტება 2 იანვარს უკვე გააკეთა და „უნებლიე შეცდომისთვის“ ბოდიშიც მოიხადა. სიციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ლაშა ბაქრაძე წერდა, რომ ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსნურნე აღმოაჩნდა, რომლებმაც ამ შეცდომით გაიხარეს და „ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა“დაიწყეს.

„ჩვენთვის ეს შეცდომა ორმაგად მტკივნეულია, რადგან ეს შეცდომა სწორედ ელენე ბაქრაძის წიგნს უკავშირდება, რომელსაც არ სწაყალობს ქართული ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის მოყვარულთა ნაწილი“, – წერდა ბაქრაძე. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]