weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა

19:34 სამშაბათი, 18 იანვარი 2022

კულტურის სამინისტროს მმართველობაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა, მისი უფროსი ბექა ბარამიძე კი გათავისუფლდა. 

როგორც „რეგინფოს“ ბექა ბარამიძემ განუცხადა, რეორგანიზაციის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სააგენტოს ადმინისტრაციულ სამსახურთან გაერთიანდა. როგორც ბარამიძე ამბობს, ის და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ, რამდენიმე კი მუშაობას განაგრძობს. 

გაათავისუფლეს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძეც. მისი თქმით, გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელს ნიკოლოზ აზნაურაშვილი აწერს, რომელიც სააგენტოს ახალი დირექტორია. 

„ახალი დირექცია გვყავს, რომელიც იურისტებით არის დაკომპლექტებული. მე ვიყავი კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი. გვევალებოდა ძეგლების შეფასება, დათარიღება და სხვა. ვარ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სტატიების ავტორი, მაქვს მონოგრაფიები – საკუთარ თავზე ძნელია ბევრის ლაპარაკი.

ყველას ერთი ბრძანება მიუვიდა, შაბლონური ტექტი იყო, იქ წერია პირდაპირ, რომ კომპეტენციას მიწუნებენ. ხელს აწერს ჩვენი დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი. მან ჩემი კომპეტენცია როგორ დაადგინა, ცოტა ძნელი გასაგებია, იმიტომ, რომ ჩემს სფეროში არაფერი იცის.

მე ვფიქრობ, ეს დირექტორების ბრალი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ კულტურის მინისტრის პირადი დავალება იყო. მან იცის ჩემი ოჯახის ისტორია, ჩემი შეხედულებები და აქედან გამოვიდნენ“, – განაცხადა გიორგი გაგოშიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის შედეგად 6 სამსახური გაუქმდა და 11 დარჩა. უწყებიდან ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლეს – დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.

„რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა“, – ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]