weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მარია პილარ აბელ მარტინესი სალვადორ დალის შვილი არ აღმოჩნდა

11:34 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

ესპანელი მარია პილარ აბელ მარტინესი, რომლის მოთხოვნითაც სალვადორ დალის ნეშტის ექსჰუმაცია მოხდა, მხატვრის შვილი არ აღმოჩნდა. ექსპერტებმა დნმ ანალიზის ჩასატარებლად ნიმუშები დალის კბილებიდან, ძვლიდან და ფრჩხილებიდან აიღეს.

ექსჰუმაცია ივლისის ბოლოს, მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. "ბი ბი სის" ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგების შესახებ იმ ფონდის მენეჯერმა განაცხადა, რომელიც დალის ქონებას მართავს.

იმ შემთხვევაში, თუ სალვადორ დალისა და პილარ აბელის მამაშვილობა დადასტურდებოდა, ქალი დალის გვარს და მისი ქონების ნაწილს მიიღებდა, რომელიც მხატვარმა სიკვდილის წინ ესპანეთს დაუტოვა.

მარია პილარ აბელი სალვადორ დალის შვილად აღიარებას 2007 წლიდან ითხოვს. მისი მტკიცებით, 1955 წელს დედამისს მხატვართან ფარული რომანი ჰქონდა, რის შესახებაც მას ბებიამ უამბო. 2007 წელს აბელმა გენეტიკური ანალიზის ჩატარება მოახერხა, რისთვისაც დალის თმა გამოიყენეს, თუმცა ის აცხადებდა, რომ ექსპერტიზის შედეგები ვერ მიიღო.

სალვადორ დალი 1955 წელს 51 წლის იყო. 1934 წლიდან ის გალასთან (ელენა დიაკონოვა) ერთად ცხოვრობდა. მათ შვილები არ ჰყოლიათ. გალა 1982 წელს, დალი კი 1989 წელს გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]