weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

თელავის თეატრის ხელმძღვანელად პაატა გულიაშვილი მე-3 ვადით დაინიშნა 

14:06 პარასკევი, 04 თებერვალი 2022
პაატა გულიაშვილი რუსთაველის თეატრის სცენაზე პაატა გულიაშვილი რუსთაველის თეატრის სცენაზე

მსახიობი პაატა გულიაშვილი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კიდევ 4 წლის განმავლობაში იქნება. 

კულტურის სამინისტრომ თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - პაატა გულიაშვილმა მიიღო, რომელსაც ამ თანამდებობაზე უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა 1 იანვარს ამოეწურა. 

კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს პაატა გულიაშვილის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის 24 იანვარს წარუდგინა“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. 

პაატა გულიაშვილი 1978 წლის 22 მაისს თელავში დაიბადა. ის მსახიობ ავთანდილ გულიაშვილის შვილია. 1999 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1999-2003 წლებში იყო თელავის თეატრის მსახიობი, 2005 წლიდან კი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. პაატა გულიაშვილი თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად პირველი ოთხწლიანი ვადით 2012 წელს დაინიშნა, მეორე ვადით კი – 2017 წელს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]