დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდებოდა, რის მიზეზადაც ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტივ ჯონსონის მიერ ხელზე ჩატარებული ოპერაცია სახელდებოდა.
5 გრემისა და ოსკარის მფლობელი ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს (Wonderful Crazy Night Tour) ფარგლებში საქართველოს პირველად უნდა წვეოდა. ქართველი მსმენელის წინაშე მუსიკოსს როგორც ცნობილი ძველი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერები უნდა შეესრულებინა ბოლო სტუდიური ალბომიდან - “Wonderful Crazy Night”.