მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ დავით დოიაშვილმა მიიღო.
დოიაშვილის კანდიდატურა კულტურის სამინისტროსთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს მინისტრმა თეა წულუკიანმა 24 იანვარს წარუდგინა. საბჭომ დოიაშვილს რეკომენდაცია გაუწია და მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება უკვე გამოცემულია.
დავით დოიაშვილი მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია 2004 წლიდან.