weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

14:09 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

თბილისში გასამართ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. ჟიურიმ გადაწყვეტილება ყველა კონკურსანტის მოსმენის შემდეგ მიიღო. შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე კონკურსით შეირჩევა.

ევროვიზიაზე მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი რეპერტუარიდან თითო სიმღერა შეასრულეს. კონკურსანტების ღია მოსმენა პირველი არხის პავილიონში გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: პროდიუსერი ზაზა შენგელია, მომღერალი მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი დავით ევგენიძე, მუსიკალური რედაქტორი ელისო შენგელია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხმის რეჟისორი გიორგი ასანიშვილი.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი მიმდინარე წლის 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. საქართველო პრესტიჟულ კონკურსში მეთერთმეტედ მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ევროვიზია ჯუნიორის საქართველოში ჩატარების უფლება გასულ წელს მალტაში გამარჯვებულმა ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო“.

აქვე გეტყვით, რომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, რომელიც 2003 წლიდან იმართება, საქართველოს წარმომადგენელი პირველად 2007 წელს გამოვიდა, მომდევნო 2008 წელს კი ქართველმა მონაწილემ გაიმარჯვა, როდესაც ტრიომ „ბზიკები“ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. საქართველომ „ჯუნიორ ევროვიზია“ მეორედ 2011 წელს მოიგო - ჯგუფი Candy სიმღერით „Candy Music“ ერევანში გამართული საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]