weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართული ცეკვების დაცვის მექანიზმები გასაუმჯობესებელია – კულტურის სამინისტრო

22:56 შაბათი, 19 თებერვალი 2022

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ უცხო ქვეყანაში დადგმულ სვანურ ცეკვას ასახვას, კულტურის სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტრო აცხადებს, რომ სვანური ცეკვა „აბსოლუტურად მიუღებელი“ ფორმითაა ხელყოფილი და ეს ფაქტი მოწმობს, რომ ქართული ცეკვების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები გასაუმჯობესებელია.

უცნობია, როდის, ვის მიერ და რომელ ქვეყანაშია დადგმული ცეკვა, რომელსაც ვიდეო ასახავს. კულტურის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი რუსო უშიკიშვილი ვიდეოს კომენტარებში წერს, რომ ჯერ ყველა დეტალი გარკვეული არ არის. 

„სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არა მხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისთვის არის შესაბამისი“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მათივე თქმით, ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წინაშეც დაისმება და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაიწყება მუშაობა მიზნის მისაღწევად.

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. დღეის მდგომარეობით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ოთხ ქართულ ცეკვას აქვს მინიჭებული. ესენია: 1. ფერხული (2013 წ.); 2. ხორუმი (2013 წ.); 3. აჭარული განდაგანას ხალხური ნაირსახეობები (2019 წ.); 4. ცეკვა ქართული (2020 წ.).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]