„მიუნხენის ფილარმონიაში აღარ გაიმართება კონცერტები მისი დირიჟორობით. ვალერი გერგიევს კომენტარი არ გაუკეთებია, მიუხედავად ჩემი თხოვნისა, „მკაფიოდ და ცალსახად დისტანცირებულიყო იმ სასტიკი აგრესიული ომისგან, რომელსაც პუტინი უკრაინის და ჩვენი დაძმობილებული ქალაქის, კიევის წინააღმდეგ აწარმოებს“, – განაცხადა ქალაქის მერმა, დიტერ რაიტერმა.
ვალერი გერგიევი, რომელიც პუტინის მხარდამჭერია, მიუნხენის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი 2015 წლიდან იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მილანის „ლა სკალამ“ თანამშრომლობის გასაგრძელებლად მას ომის საჯაროდ დაგმობა მოსთხოვა. გარდა ამისა, ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლმა“ ვენის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებზე გერგიევი სხვა დირიჟორით ჩაანაცვლა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გერგიევის განცხადება არ გავრცელებულა.