weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ პაატა გულიაშვილი დაინიშნა

17:22 შაბათი, 09 სექტემბერი 2017

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსახიობი პაატა გულიაშვილი იქნება. შესაბამისი ბრძანება კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამოსცა.

კულტურის სამინისტრომ მის მმართველობაში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი ივლისში გამოაცხადა. სამინისტროს განმარტებით, 29 პროფესიული თეატრიდან 23-ის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 14 აგვისტოს ჩათვლით იყო შესაძლებელი. კონკურსანტები სარეკომენდაციო საბჭომ წარდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის, კონკურსანტების მიერ შემუშავებული თეატრის საქმიანობის ოთხწლიანი სტრატეგიის მიხედვით შეაფასა.

პაატა გულიაშვილი 1978 წლის 22 მაისს თელავში დაიბადა. ის მსახიობ ავთანდილ გულიაშვილის შვილია. 1999-2003 წლებში გულიაშვილი თელავის თეატრის მსახიობი იყო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად პირველი ვადით 2012 წელს დაინიშნა. მანამდე თელავის თეატრს მსახიობი დუტა სხირტლაძე მართავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]