weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გელათში ტენიანობის აღმოსაფხვრელად ახალი დროებითი გადახურვა გაკეთდება

13:29 პარასკევი, 13 მაისი 2022

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვა გაკეთდება. როგორც საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს, სამუშაოები, რომლის მიზანი ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოფხვრაა, დღეიდან დაიწყება და ივნისის დასაწყისში დასრულდება.

სამინისტროს ცნობით, დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით განხორციელდება.

„ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორქთლებლად, ვინაიდან, დღეისთვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას.

ალესანდრო მასარისა და უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება“, – აცხადებს კულტურის სამინისტრო.

უწყების ცნობით, ლითონის ახალი დროებითი გადახურვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანხმობითა და პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა.

„13 მაისიდან დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას თავად პროფესორი უგო ტონიეტი ადგილზე უხელმძღვანელებს. იგი საგანგებოდ ამ მიზნით ჩამოდის საქართველოში“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

უწყება აღნიშნავს, რომ ტაძარში წყალი 2020 წლის ბოლოდან აღარ ჩადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]