weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გვანცა ჯობავა: კულტურის სამინისტრომ თბილისის წიგნის ფესტივალს მხარი აღარ დაუჭირა

10:58 შაბათი, 28 მაისი 2022
ფოტოზე - გვანცა ჯობავა ფოტოზე - გვანცა ჯობავა

საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს წელს მხარი აღარ დაუჭირა. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორი გვანცა ჯობავა Facebook-ზე წერს.

„წელს პირველად, დაახლოებით 14-წლიანი (მეტი თუ არა), თანამშრომლობის შემდეგ ჩვენი მხარდამჭერების რიგებში აღარ არის საქართველოს კულტურის სამინისტრო და რა თქმა უნდა, სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქალბატონი მინისტრის, თეა წულუკიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა.

აღარ არის არა იმიტომ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვერ გავიმარჯვეთ, არამედ იმიტომ რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიტერატურა ფესტივალებს საერთოდ არ საჭიროებს. გაგიკვირდებათ და სფერო, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე, ფრანკფურტის ფესტივალზე ყველაზე წარმატებული მონაწილეობით ლამის მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, არ აღმოჩნდა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ფესტივალების კონკურსის ჩამონათვალში, იქ იყო ყველაფერი, კინო, მუსიკა, ბალეტი, ოპერა და სხვა, მაგრამ არა ლიტერატურა. ჰოი, საოცრებავ! შესაბამისად, განმარტებაც არ აღმოჩნდა საჭირო, რატომ და რისთვის ჰკრა წიხლი კულტურის სამინისტრომ ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მთელი ქალაქისთვის საყვარელ ფესტივალს“, – წერს გვანცა ჯობავა.

მისივე თქმით, ფინანსური პრობლემების გამო, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი შესაძლოა წელს ვერც ჩატარებულიყო.

„ჩვენს ქალაქს შეიძლებოდა 23 წლიანი ისტორიის შემდეგ, მისთვის ასე საყვარელი წიგნის ფესტივალი უბრალოდ დაეკარგა და ვფიქრობ, სწორედ ეს იყო მიზნადაც დასახული - დავეტოვებინეთ იმ ფესტივალის გარეშე, რომელიც ყველასია, სადაც ყველას ხმა ისმის, განურჩევლად ასაკისა, გემოვნებისა, მრწამსისა, საერთოდ ყველაფრის განურჩევლად. ამიტომ იშვიათად იპოვით მწერალს, ლიტერატორს, გამომცემელს, რომელიც ერთხელ მაინც არ ასულა ჩვენი ფესტივალის სცენაზე, ერთხელ მაინც არ მოსულა ჩვენთან და ძალიან დიდი სიყვარული არ მიუღია“, – წერს გვანცა ჯობავა.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის რიგით 24-ე საერთაშორისო ფესტივალი 26 მაისს, ექსპო ჯორჯიაში გაიხსნა და ხვალ, 29 მაისს დაიხურება. ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) იმართება.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. წელს მის მხარდამჭერთა შორის თბილისის მერიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]