weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვწუხვარ საქართველოში კონცერტების გადადების გამო, მალე შევხვდებით - ელტონ ჯონი

16:03 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ძალიან წუხს. კონცერტის გადადების მიზეზი გიტარისტისა და ტურის მუსიკალური დირექტორის, დეივი ჯონსთოუნის ოპერაცია გახდა, რის გამოც მას სცენაზე გამოსვლა არ შეუძლია.

„ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო. დეივის არ შეუძლია სცენაზე გამოსვლა, მაგრამ მალე დაგვიბრუნდება. კონცერტები შემდეგი წლისთვის გადავდეთ და ძალიან ველოდებით საქართველოში ჩასვლას. ასე რომ, ყველას ძალიან მალე შეგხვდებით“, - წერს ელტონ ჯონი. 

16 და 17 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ ჩანიშნული კონცერტები 2018 წლის 30 ივნისისა და 1-ლი ივლისისთვის გადაიდო. 

5 გრემისა და ოსკარის მფლობელი ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს (Wonderful Crazy Night Tour) ფარგლებში საქართველოს პირველად უნდა წვეოდა. ქართველი მსმენელის წინაშე მუსიკოსს როგორც ცნობილი ძველი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერები უნდა შეესრულებინა ბოლო სტუდიური ალბომიდან - Wonderful Crazy Night.

ბილეთები, რომლებიც ელტონ ჯონის თაყვანისმცემლებმა კონცერტზე დასასწრებად შეიძინეს, არ გაუქმდება, ამიტომ მათ ბილეთების შენახვისკენ მოუწოდებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]