„ბერმუხას“ დაჯილდოების ცერემონია ხულოში, ანსამბლის 40 წლის იუბილეზე გაიმართა.
„თქვენ, სწორედ ამ უძველეს რეგიონში, ამ კულტურას და ამ ტრადიციებს წარმოადგენთ... დღეს, როცა ძალიან ბევრი საუბარია ევროპაზე ზოგიერთებს რაღაცნაირად წინააღმდეგობაში მოჰყავთ ტრადიციები და ევროპა - ვითომც, თუ ევროპაში შევალთ, ამ ტრადიციებს დავკარგავთ. ეს პირიქითაა!
ჩვენი ადგილი მრავალფეროვან ევროპაში სწორედ იმითი იქნება გამაგრებული, რომ ჩვენ იქ შევდივართ ჩვენი ტრადიციებითა და ჩვენი კულტურით და ეს არის ის, რაც საუკუნეების მანძილზე აძლიერებდა მთლიანად საქართველოს. ეს არის ის, რაც ხვალ, საქართველოს იმ დიდ ევროპულ ოჯახში გააძლიერებს.
ამიტომ, თქვენი მემკვიდრეობა და ეს ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დღევანდელ ზეიმშიც მონაწილეობენ, მათთვის თქვენ ძალიან დიდი მაგალითი ხართ და უღრმესი მადლობა ამ მაგალითისთვის!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ღირსების ორდებით დაჯილდოვდნენ ანსამბლის წევრები:თემურ აბულაძე, მუხამედ ირემაძე, რევაზ აბულაძე, იაკობ ადაძე, რევაზ ვანაძე, ოთარ ირემაძე, ოთარ კახაძე, ეუბ მგელაძე, იოსებ მგელაძე, შოთა სოლომონიძე, ჟენია სურმანიძე, ვაჟა ფასანიძე, შოთა შავაძე; ანსამბლის ქორეოგრაფი: გურამ ბოლქვაძე და აკომპანიატორები: ზაურ ბოლქვაძე, გურამ თავართქილაძე, გია მელაძე, მერაბ ქედელიძე.