weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცნობილია „ემის“ დაჯილდოების გამარჯვებულები

11:30 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017

ლოს ანჯელესის მაიკროსოფტის თეატრში ამერიკული ტელეაკადემიის (ATAS) პრესტიჟული დაჯილდოება „ემის“ გადაცემის (Primetime Emmy Awards) რიგით 69-ე ცერემონია გაიმართა, სადაც ყველაზე მეტი - ხუთ-ხუთი ჯილდოს მოპოვება შეძლო ორმა სერიალმა: The Handmaid’s Tale და Big Little Lies.

მარგარეტ ეტვუდის რომანის მიხედვით, დისტოპიურ მომავალსა და თეოკრატიულ საზოგადოებაზე შექმნილი სერიალი „მოსამსახურის ამბავი“ (The Handmaid’s Tale) საუკეთესო დრამატულ სერიალად დასახელდა, საუკეთესო კომედიური სერიალის წოდება კი კვლავ არავის დაუთმო პოლიტიკურმა სატირამ - Veep, რომელმაც ამ ნომინაციაში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. რაც შეეხება მასში მთავარი როლის შემსრულებელ ჯულია ლუი-დრაიფუსს, კომიკოსმა მსახიობმა ზედიზედ მეექვსედ შეძლო საუკეთესო კომედიურ სერიალში ქალის მთავარი როლის შემსრულებლის ჯილდოს აღება.

რაც შეეხება სერიალს „დიდი პატარა ტყუილები“ (Big Little Lies), იგი საუკეთესო მინი-სერიალად დასახელდა.

მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო დრამატული სერიალი - The Handmaid’s Tale (Hulu)

საუკეთესო კომედიური სერიალი - Veep (HBO)

საუკეთესო მინი-სერიალი - Big Little Lies (HBO)

საუკეთესო სატელივიზიო ფილმი - Black Mirror: San Junipero (Netflix)

საუკეთესო სერიული რეალითი-შოუ - The Voice (NBC)

საუკეთესო სერიული თოქ-შოუ - გასული კვირის ღამე ჯონ ოლივერთან ერთად (HBO)

საუკეთესო სერიული კომედიური სკეტჩები - Saturday Night Live (NBC)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, დრამატული სერიალი - სტერლინგ კ. ბრაუნი (This Is Us)

საუკეთესო მსახიობი ქალი, დრამატული სერიალი - ელიზაბეტ მოსი (The Handmaid’s Tale)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, კომედიური სერიალი - დონალდ გლავერი (Atlanta)

საუკეთესო მსახიობი ქალი, კომედიური სერიალი - ჯულია ლუი-დრაიფუსი (Veep)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, მინი-სერიალი/სატელევიზიო ფილმი - რიზ აჰმედი (The Night Of)

საუკეთესო მსახიობი ქალი, მინი-სერიალი/სატელევიზიო ფილმი - ნიკოლ კიდმანი (Big Little Lies)

მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი, დრამატული სერიალი - ჯონ ლითგოუ (The Crown)

მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, დრამატული სერიალი - ენ დაუდი (The Handmaid’s Tale)

მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი, კომედიური სერიალი - ალეკ ბოლდუინი (Saturday Night Live)

მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, კომედიური სერიალი - კეიტ მაკკინონი (Saturday Night Live)

მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი, მინი-სერიალი/სატელევიზიო ფილმი: ალექსანდერ სკარსგორდი (Big Little Lies)

მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, მინი-სერიალი/სატელევიზიო ფილმი: ლორა დერნი (Big Little Lies)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]