weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსკოვში ქართველი ტენორი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა

12:06 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017

ქართველი საოპერო მომღერალი, ცნობილი ტენორი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. მოსკოვის დიდი თეატრის დირექტორის, ვლადიმირ ურინის განცხადებით, ზურაბ სოტკილავა მძიმე დაავადებას ბოლომდე ებრძოდა.

ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მღეროდა. 1966-1968 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში. 1973 წელს, დონ ჟოზეს პარტიით, მომღერლის დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის დასს შეუერთდა, როგორც სოლისტი. პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიაშიც ასწავლიდა.

„ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის“ 1980 წლიდან ზურაბ სოტკილავა ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრი იყო.

1973 წელს მან საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1979 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიიღო. 1983 წელს გახდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1998 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1997 წელს კი საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]