ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. ბარიერი კი, ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია. სახლის ძიებისას ფილმის მთავარი გმირი იკვლევს მასავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ. რეჟისორი და ფილმის ერთ-ერთი გმირი, ანუნა ბუკია პოულობს ე.წ გადამყვანებს, რომლებიც მას ეხმარებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრაში.
„მე გადმოვცურე ენგური“ - ეს არის ამბავი თუ როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება.