ღონისძიების მთავარი მიზანი სოციალური მეწარმეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა იყო. ფესტივალის სტუმრებმა მოისმინეს ფოლკლორული მუსიკა, დააგემოვნეს ადგლობრივი წარმოების ღვინო და საკვები და გაეცნენ მოწვეული სოციალური მეწარმეობების საქმიანობასა და პროდუქციას.
ფესტივალი ორგანიზაცია „თემში“ გაიმართა, რომელიც კომუნას წარმოადგენს და იმ 80 ადამიანს აერთიანებს, რომლებსაც სხვადასხვა შესაძლებლობების შეზღუდვა აქვთ. შვიდი დღის განმავლობაში პროექტის 30-მდე მონაწილემ სწორედ კომუნაში იცხოვრა.
ფოტო © Utskhography