weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

საფრანგეთში სავარაუდოდ შიშველი „მონა ლიზას“ ესკიზი იპოვეს

14:52 პარასკევი, 29 სექტემბერი 2017

ნახშირით დახატული შიშველი ქალის პორტრეტი „მონა ვანა“, რომელიც 150 წელზე მეტი საფრანგეთის ერთ-ერთი მუზეუმის კოლექციაში ინახებოდა, შესაძლოა, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას ესკიზი იყოს.

„ნახატზე შესანიშნავად არის შესრულებული სახე და ხელები. ეს არ არის ასლი. ჩვენს წინაშეა ის, რაზეც ლეონარდო სიცოცხლის ბოლოს „მონა ლიზას“ პარალელურად მუშაობდა. თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოსამზადებელი ნამუშევარია“, - აცხადებს კონდეს მუზეუმის კურატორი მეთიუ დელდიკი.

ლუვრის მუზეუმის ექსპერტ-რესტავრატორმა ბრუნო მოტენმა კი აღნიშნა, რომ ნახატი ძალიან მაღალი ხარისხისაა და შექმნის თარიღით ემთხვევა ლეონარდო და ვინჩის მოღვაწეობის პერიოდს.

„ბი ბი სი“ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოჩენილ ესკიზსა და „მონა ლიზას“ პორტრეტზე გამოსახული ქალების ხელები თითქმის იდენტურია, პორტრეტები ერთდაიგივე ზომისაა. თუმცა, მხატვარ-რესტავრატორი მოტენი ამბობს, რომ ნახატის ზედა ნაწილზე შტრიხები მარჯვენა ხელით არის გაკეთებული მაშინ, როდესაც ლეონარდო ცაცია იყო.

ექსპერტები საბოლოო დასკვნებს არ აკეთებენ, რადგან კვლევები ჯერ არ დასრულებულა და მათ წინ დიდი სამუშაო აქვთ შესასრულებელი.

„მონა ლიზა“, ასევე ცნობილი როგორც „ჯოკონდა“, ლეონარდო და ვინჩიმ დაახლოებით 1503 წელს შექმნა. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს და გამოფენილია ლუვრში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]