weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატები

11:07 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. 30 სექტემბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმში „საბას“ რიგით მე-15 დაჯილდოება გაიმართა, სადაც 11 ნომინაციაში ჯამში 47 ნაშრომი იყო წარდგენილი.

სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ ფინალისტების ვინაობა 2017 წლის ივლისში გამოავლინა. წელს საბას დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის ორი ჯილდო გაიცა. ერთი გამარჯვებული ჟიურიმ, ხოლო მეორე მკითხველმა ონლაინ ხმის მიცემით გამოავლინა. ხმის მიცემის პროცესი საბას ოფიციალურ ვებსაიტსა და „ფეისბუქზე“ მიმდინარეობდა. წლევანდელ საბაზე კიდევ ერთი სიახლე საუკეთესო ელექტრონული წიგნისთვის დაწესებული ჯილდო იყო.

2017 წლის საბას ლაურეატების ვინაობა ხუთკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ივანე ამირხანაშვილი (ლიტერატორი), ლაშა ბუღაძე (მწერალი, დრამატურგი), დიანა ანფიმიადი (პოეტი), გურამ ოდიშარია (მწერალი), ნათია მიქელაძე (მთარგმნელი).

წლის საუკეთესო რომანი: ალეკო შუღლაძე - გადამალვა (გამომცემლობა დიოგენე)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული: რუსუდან რუხაძე - ერთი თქვენგანი გამცემს (გამომცემლობა ინტელექტი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ვახტანგ ჯავახაძე - ელეგია და სხვა (გამომცემლობა ინტელექტი)

წლის საუკეთესო პიესა: ლაშა თაბუკაშვილი - სადღაც, ცისარტყელას მიღმა... (გამომცემლობა ინტელექტი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (ჟიურის რჩეული): ბექა ახალაია - ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის (გამომცემლობა ინტელექტი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (მკითხველის რჩეული): ზურაბ აბაშიძე - როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა: ნანა ტრაპაიძე - ლიტერატურა და ლიტერატურა (გამომცემლობა კალმოსანი)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ლევან ბერძენიშვილი - წიგნიერების ევოლუცია (გამომცემლობა არტანუჯი)

წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი: ანდრო ბუაჩიძე - გაზაფხული მოდის ღამეში (saba.com.ge)

წლის საუკეთესო თარგმანი: ხათუნა ცხადაძე - უმბერტო ეკოს ფუკოს ქანქარა (გამომცემლობა დიოგენე)

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისთვის საბას ლაურეატი სიბილა ჰაინცე გახდა, რომელმაც ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნი „ვინ მოკლა ჩაიკა“ გერმანულ ენაზე თარგმნა.

ლიტერატურული პრემია საბა ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქართველმა პოეტმა ლია სტურუამ მიიღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]